კომპანიის შესახებ:

შპს “დემკო“, აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სფეროში, აერთიანებს პროფესიონათა ჯგუფს, რომელთაც უნიკალური, 20 წლიანი, პრქტიკული გამოცდილება მიღებული აქვთ, როგორც საქართველოს – ასევე უცხოეთის წამყვან კომპანიებში მუშაობისას.

შპს „დემკოს“ გამოცდილი გუნდი, ტექნიკური აღჭურვილობა და რესურსები, პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტის შესრულების საშუალებას იძლევა.

შპს „დემკოს“ სამუშაო პორტფელიოში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ:

  • შენობის კარკასის აშენების სრული ციკლისათვის აუცილებელი ყველა სამუშაო;
  • შენობის შიდა კომუნიკაციების მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები;
  • შენობის სარემონტო მოსაპირკეთებელი სამუშაოების სრული კომპლექსი როგორც ინტერიერის რემონტი – ასევე გარე მოპირკეთება.
  • ცალკე, აღსანიშნავია კომპანიის გუნდის უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება აუზების, დეკების და ლანდშაფტური გზების გაყვანილობების დარგში.

კომპანიის მისია:

  

ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ ჩვენი დამკვეთები ისეთი ხარისხის სამშენებლო მომსახურებით (პროექტირებდან – ობიექტის ჩაბარების ჩათვლით), რომელიც გადააჭარბებს მათ მოლოდინს.

კომპანიის ასამდე თანამშრომელი, რომელიც აერთიანებს პროექტების მენეჯმენტის, შესყიდვების, ლოჯისტიკის, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის პროექტირების, საინჟინრო პროექტირების, კონსტრუქციული პროექტირების, ლანდშაფტური დიზაინსა და EMP პროექტირების გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, მზად არის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის დროული შედეგები ჩვენი დამკვეთებისათვის.

შპს „დემკო“ მოქმედებს როგორც ერთიანი გუნდი და იყენებს რა საკუთარ გამოცდილებას  თანამედროვე კომპლექსურ გადაწყვეტილებებთან ერთად, უზრუნველყოფს თითოეული პროექტის გარდაუვალ წარმატებას.

კომპანიის ადმინისტრაციული გუნდი, პროექტების მენეჯმენტის, ფინანსური, იურიდიული, ტექნიკური უზრუნველყოფის, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების გამოცდილ ჯგუფებთან ერთად, შეუფერხებლად მუშაობს ჩვენი დამკვეთის პროექტების უზადოდ შესრულების შეუფერხებელი და ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ მოტივირებულნი ვართ სრულყოფილებისკენ ჩვენი მუშაობის ყველა ასპექტში, საწყისი დაგეგმვის ეტაპებიდან – საბოლოო შედეგამდე.

ჩვენი მისიაა ვიყოთ სამშენებლო კომპანია რომელიც ჩვენი დამკვეთებისათვის გარანტირებულად უზრუნველყოფს პროექტის ჩაბარებას დროულად, უმაღლესი ხარისხით და ოპტიმალურ ფასებში.

 

კომპანიის სტრუქტურა: