კომპანიის მისია:

ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ ჩვენი დამკვეთები ისეთი ხარისხის სამშენებლო მომსახურებით (პროექტირებდან – ობიექტის ჩაბარების ჩათვლით), რომელიც გადააჭარბებს მათ მოლოდინს.

კომპანიის ასამდე თანამშრომელი, რომელიც აერთიანებს პროექტების მენეჯმენტის, შესყიდვების, ლოჯისტიკის, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის პროექტირების, საინჟინრო პროექტირების, კონსტრუქციული პროექტირების, ლანდშაფტური დიზაინსა და MEP პროექტირების გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, მზად არის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის დროული შედეგები ჩვენი დამკვეთებისათვის.

შპს „დემკო“ მოქმედებს როგორც ერთიანი გუნდი და იყენებს რა საკუთარ გამოცდილებას  თანამედროვე კომპლექსურ გადაწყვეტილებებთან ერთად, უზრუნველყოფს თითოეული პროექტის გარდაუვალ წარმატებას.

კომპანიის ადმინისტრაციული გუნდი, პროექტების მენეჯმენტის, ფინანსური, იურიდიული, ტექნიკური უზრუნველყოფის, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების გამოცდილ ჯგუფებთან ერთად, შეუფერხებლად მუშაობს ჩვენი დამკვეთის პროექტების უზადოდ შესრულების შეუფერხებელი და ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ მოტივირებულნი ვართ სრულყოფილებისკენ ჩვენი მუშაობის ყველა ასპექტში, საწყისი დაგეგმვის ეტაპებიდან – საბოლოო შედეგამდე.

ჩვენი მისიაა ვიყოთ სამშენებლო კომპანია რომელიც ჩვენი დამკვეთებისათვის გარანტირებულად უზრუნველყოფს პროექტის ჩაბარებას დროულად, უმაღლესი ხარისხით და ოპტიმალურ ფასებში.